ავტორი:

"უამრავი სპეკულაცია ვრცელდება... " - რას ამბობს მიხაილო პოდოლიაკი აბრამოვიჩისა და უკრაინის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"უამრავი სპეკულაცია ვრცელდება... " - რას ამბობს მიხაილო პოდოლიაკი აბრამოვიჩისა და უკრაინის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რომან აბრამოვიჩისა და ქვეყნის დელეგაციის წევრების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების თითოეული წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მისი თქმით, ახლა უამრავი სპეკულაცია და სხვადასხვა შეთქმულების თეორია ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებათა ჯგუფის წევრები დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ,“ - თქვა მან.

ცნობისთვის, The Wall Street Journa-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს მოწამვლის სიმპტომები აქვთ. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 29-30 მარტს სტამბულში იმართება.