ავტორი:

სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს - როდის ამოქმედდება ცვლილება

სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს - როდის ამოქმედდება ცვლილება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკვე მაისიდან სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"საზოგადოებას შევახსენებ, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. მინდა, ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, დღეის მდგომარეობით სხვადასხვა კატეგორიების 55 000-მდე აბონემენტია გაყიდული, ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათზე, ამაზე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მუშაობდა და უკვე მაისისთვის შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება და პროგრამის ჩაშვება. აბონემენტები შესაძლებელი იქნება მიებას საბანკო ბარათს და მგზავრს აღარ მოუწიოს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება, შესაძლებლობა ექნება მის საბანკო ბარათზე ჩაირთოს ნებისმიერი ვადიანი აბონემენტის პროგრამა, რაც ძალიან კარგია.

რა თქმა უნდა, დამატებით კიდევ მოგაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდეთ, ზუსტად თუ როდიდან იქნება ამ პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობა“, -განაცხადა კალაძემ.