ავტორი:

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო და მასში აბრამოვიჩიცაა ჩართული - თურქეთის პრეზიდენტის მიმართვა მხარეებს და შეხვედრის დეტალები

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო და მასში აბრამოვიჩიცაა ჩართული - თურქეთის პრეზიდენტის მიმართვა მხარეებს და შეხვედრის დეტალები

თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. ორი ქვეყნის დელეგაცია სტამბოლში იმყოფება.

მათ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვდა და მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს მიმართა.

ერდოღანის განცხადებით, ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან "მყარ შედეგებს ველოდოთ."

მისი განცხადებით, არსებული ტრაგედიის დასრულება ორივე მხარეზე - უკრაინასა და რუსეთზეა დამოკიდებული.

"ვფიქრობ, ახლა ისეთ პერიოდში ვართ, რა დროსაც მყარ შედეგებს უნდა ველოდოთ მოლაპარაკებებისგან. თქვენ ქმნით მშვიდობის საფუძველს თქვენი ლიდერების დირექტივების მიხედვით“, - განაცხადა ერდოღანმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებისას.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩიცაა ჩართული.