ავტორი:

"რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას, ამასთანავე, თანახმაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ პირობით, რომ ... " - რას წერს Financial Times

"რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას, ამასთანავე, თანახმაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ პირობით, რომ ... " - რას წერს Financial Times

რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას და ამასთანავე, თანახმაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ პირობით, რომ ის არ შეუერთდება სამხედრო ალიანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ოთხ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდო შეთანხმებაში მოიაზრება, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას მის მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.

თუმცა, საუბარი არ ეხება რუსეთის მთავარ სამ მოთხოვნას დენაციფიკაციასთან, დემილიტარიზაციასთან და რუსული ენის დაცვასთან დაკავშირებით.