ავტორი:

რუსეთში შესაძლოა, თანამემამულედ აღიარონ ის პირები, რომლებმაც რუსული იციან - რა წერია კანონპროექტში, რომელიც დუმას წარუდგინეს

რუსეთში შესაძლოა, თანამემამულედ აღიარონ ის პირები, რომლებმაც რუსული იციან - რა წერია კანონპროექტში, რომელიც დუმას წარუდგინეს

დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა, დუმას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ყველას, ვინც რუსულად საუბრობს, "თანამემამულედ" აღიარებას სთავაზობს.

დოკუმენტი რუსეთის დუმის ელექტრონულ ბაზაშია განთავსებული. როგორც რუსული სააგენტო "ტასი" წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "კანონპროექტი აღმოფხვრის ცნება "თანამემამულეს" არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაციით გამოყენებას და ნაკლოვანებებს."

კანონპროექტი დუმას სთავაზობს, თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებიც "ფლობენ რუსულ ენას და წარმოადგენენ იმ ხალხს, რომლებიც ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ასევე ის ადამიანები, რომელთა წინაპრებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე.

"მხედველობაში მიიღება რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბოლო 30 წლის განმავლოაბში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ ჰქონდათ სსრკ-ს მოქალაქეობა", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში და განმარტებულია, რომ ცნებას "თანამემამულე" კავშირი არ აქვს სსრკს-ს მოქალაქეობასთან.

წყარო: Tass.ru