ავტორი:

"ჩემმა დაგინებამ ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით!" - მიხეილ ყაველაშვილი

"ჩემმა დაგინებამ ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით!" - მიხეილ ყაველაშვილი

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს როგორი გამოსვლა ჰქონდა - ისევ ჩამოგდება, ისევ დამხობა, ისევ დახჩობა, რა სიტყვები არ გამოიყენა. ამას ემიჯნებით რომელიმე?! - "ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს, არ იცით რა ხდება, გაემიჯნეთ“,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხელ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი განმარტავს, შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს.

“არ ვიცი, რა რეალობით საუბრობენ ჩემი წინამორბედები, გიორგი ვაშაძე და მისი თანაპარტიელები, თითქოს ერთიანობაზე მოგვიწოდებენ. ალბათ, გუშინ იხილეთ ბოროტების პარტია, რომელიც არათუ საკუთარ ქვეყანას ემსახურება და იდეალებზე აქვს აგებული თავისი "მოღვაწეობა“, ეს არის პარტია, რომელიც 2003 წლიდან დაწყებული მთლიანად პროექტია. შეიძლება, ბევრი გულმხურვალე ახალგაზრდა დღემდე ჩართულია და ვერ იგებს რამხელა ბოროტებასთან აქვთ საქმე. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერს როგორი გამოსვლა ჰქონდა - ისევ ჩამოგდება, ისევ დამხობა, ისევ დახრჩობა, რა სიტყვები არ გამოიყენა. ამას ემიჯნებით რომელიმე?! "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, სხვა ქვეყნის ტელევიზიებით გამოდიან და ამუნათებენ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას. ამას როგორ ეგუებით?! რომელ ერთიანობაზე გვესაუბრებით? სად არის ერთიანობის გარანტი?!

გიორგი ვაშაძე დელეგაციასთან ერთად წასული იყო ევროპარლამენტში. 700 პარლამენტარიდან 1 პარლამენტარს ნახავს და პირად საუბარში შეიძლება რაღაც გამოთქვას ქართული ხელისუფლების მიმართ, გამოდის და პარლამენტის წინაშე ევროპარლამენტის პოზიციას აფიქსირებს, თითქოს ევროპარლამენტი უკმაყოფილოა ქართული ხელისუფლების მოქმედებით. ეს რა მიდგომებია?! როგორ გინდათ ერთიანობა. რა პოზიციებია? როგორ შეიძლება ჩვენი ერთიანობა?! შეუძლებელია!

ამ ბოროტების პარტიას და ახალგაზრდებსაც მივმართავ, მეც მეგულება ზოგი პარტიული, სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული პარტიაში მყოფი ადამიანები. მოგიწოდებთ, აღარ ვიგინები, სანამ დროა რჩევას გაძლევთ, რომ კარგად დაფიქრდეთ, არ მინდა ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ მთელი თქვენი მოღვაწეობა. სანამ დროა გადით ამ პარტიიდან.

"ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია. შეუძლებელია ამ ქვეყანაში "ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვოს, ხელისუფლებაში მოვიდეს. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მის გარშემო ტრიალებთ და თითქოს, არ იცით რა ხდება, გაემიჯნეთ. იმიტომაც იღებთ 1-2%-ს გიორგი ვაშაძე და დანარჩენი პარტიები. ხალხს არ უსმენთ, არ იცით განწყობა. სამწუხაროა, ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში. შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს?! ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, იმიტომ რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით!“- აღნიშნავს ყაველაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლოში "მთავრობის ჩამოგდების“ შესახებ მოწოდება გააკეთა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“. "თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია“, - განაცხადა სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე.