ავტორი:

"ის არ არის დელეგაციის ოფიციალური წევრი... " - რას აცხადებს დიმიტრი პესკოვი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობაზე

"ის არ არის დელეგაციის ოფიციალური წევრი... " - რას აცხადებს დიმიტრი პესკოვი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობაზე

ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის დასწრება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებზე ორივე მხარის მიერ არის შეთანმებული,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ამასთანავე, განმარტა, რომ აბრამოვიჩი რუსული დელეგაციის წევრი არ არის.

"რომან აბრამოვიჩი ჩართლია გარკვეული კონტაქტების უზრუნველყოფაში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის და ის არ არის დელეგაციის ოფიციალური წევრი. ის ჩვენი მხრიდან დღეს სტამბულში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება“, - განმარტა პესკოვმა.

ამასთანავე, ცნობილია, რომ კრემლში ბიზნესმენ აბრამოვიჩის მოწამვლის სავარაუდო ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

კრემლში განმარტავენ, რომ ეს საინფორმაციო ომის ნაწილია.