ავტორი:

"როცა ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, საუბარია ამის მიღწევაზე არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით" - მიხეილ სააკაშვილი

"როცა ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, საუბარია ამის მიღწევაზე არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით" - მიხეილ სააკაშვილი

როდესაც ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამათან, მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რომ ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს „ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი“.

"როდესაც მე ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით და მთავრობის მხრიდან ძალადობის არდაშვებაზე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვეულებრივ საქმიანობას პარლამენტში აზრი არ აქვს, ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას, არამედ ერთადერთი მთავარი საკითხით პარლამენტში ყოფნას - მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის გაშვებისთვის და ახალი გარდამავალი ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რათა მან ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები.

ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლოში „მთავრობის ჩამოგდების“ შესახებ მოწოდება გააკეთა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“. „თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია“, - განაცხადა სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე.