ავტორი:

რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან რამდენიმე მოტივტივე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს - შესაძლოა, რომ ნაღმები საქართველოს სანაპიროსთანაც ვიპოვოთ?

რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან რამდენიმე მოტივტივე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს - შესაძლოა, რომ ნაღმები საქართველოს სანაპიროსთანაც ვიპოვოთ?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, გაძლიერებულმა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ფლოტებიდან სპეციალურად ჩამოყვანილი დიდი სადესანტო ხომალდებით რომ ვერ მოახერხა ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა, ეს იმ საზღვაო ნაღმების დამსახურებაცაა, რომლებიც უკრაინელებმა სანაპიროს დესანტსაშიშ მონაკვეთებთან, ზღვის ფსკერზე განათავსეს.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას რომ არ დაეჯერება, არ ახალია, მაგრამ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან - უკრაინელების დაყენებული ნაღმები შტორმმა ღუზებიდან მოწყვიტა და ბოსფორის სრუტისკენ წაიღოო - ორიოდე დღეში მართლაც, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან რამდენიმე საბჭოთა წარმოების მოტივტივე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს...

მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ ვარიანტს - შტორმმა მართლაც მოწყვიტა ღუზებს რამდენიმე საზღვაო ნაღმი, რომელიც ტალღებმა ოდესის სანაპიროზე გარიყა და იქ აფეთქდა (რისი დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც არსებობს), თუმცა რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი სპეცპროპაგანდის საშუალებით სცადეს ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენება - მათ ხომალდიდან თავად ჩაუშვეს რამდენიმე, ასეთივე ძველი, საბჭოთა ნაღმი რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან, რომ ისინი ოდესის სანაპიროდან მოწყვეტილ უკრაინელების საზღვაო ნაღმებად გაესაღებინათ და ამით ანტიუკრაინული განწყობა შეექმნათ განაგრძეთ კითხვა