ავტორი:

რა შემთხვევაში იქნება თანახმა უკრაინა მუდმივ ნეიტრალიტეტზე, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე - უკრაინის დელეგაციის წევრის განმარტება

რა შემთხვევაში იქნება თანახმა უკრაინა მუდმივ ნეიტრალიტეტზე, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე - უკრაინის დელეგაციის წევრის განმარტება

შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებაზე შესაძლო დიპლომატიური ფორმატია ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისას, უკრაინის დელეგაციის წევრმა იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჩალიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებასთან მიმართებით საკვანძო მოთხოვნა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნაა.

"თუ უკრაინა იქნება აგრესიის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება სამი დღის განმავლობაში მოვითხოვოთ კონსულტაცია, თუ კონსულტაციები შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ გარანტორი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებით და ცის ჩაკეტვით“,- განაცხადა ალექსანდრ ჩალიმ.

ელეგაციის წევრის თქმით, თუ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღნიშნული ფორმულირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება, მაშინ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსზე, უბლოკო სტატუსსა და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება.

"ასეთი გარანტიებით, რომელიც ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური იქნება, ჩვენ არ განვათავსებთ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს და არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის შესვლას ევროკავშირში“,- განაცხადა ჩალიმ.