ავტორი:

"ლეგენდარული ჯარისკაცი დაბრუნდა" - რუსული გემის მისამართით ნათქვამი ცნობილი ფრაზის ავტორი ტყვეობიდან გათავისუფლდა: რას თქვა რომან გრიბოვმა?

"ლეგენდარული ჯარისკაცი დაბრუნდა" - რუსული გემის მისამართით ნათქვამი ცნობილი ფრაზის ავტორი ტყვეობიდან გათავისუფლდა: რას თქვა რომან გრიბოვმა?

რუსული სამხედრო გემის მისამართით ნათქვამი ფრაზის ავტორი, უკრაინელი მეზღვაური "ჩერკასის ოლქისთვის გაწეული სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს.

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ოფიცერი, რომან გრიბოვი, რუსული ტყვეობიდან, მშობლიურ ჩერკასში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო "ტვიტერის" გვერდზე ავრცელებს.

"რომან გრიბოვი, ცნობილი ფრაზის, Русский военный корабль, иди на х*й ავტორი, რუსული ტყვეობიდან მშობლიურ ჩერკასის ოლქში რეგიონში დაბრუნდა. დიდება გმირს!" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავად გრიბოვმა მადლობა უკრაინელ ხალხს გადაუხადა, თავდადებისა და სიმამაცისთვის.

"მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უკრაინელ ხალხს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვგრძნობთ ამას და ეს მეტ სტიმულს გვაძლევს. ძლიერები ვართ, სიმართლე ჩვენს მხარესაა, გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!" - თქვა გრიბოვმა.

"მე მქონდა პატივი ჩვენს ლეგენდარულ ჯარისკაცს სამშობლოში დაბრუნებისას შევგებებოდი. რომანს კუნძულ ზმეინის დაცვაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. მან და მისმა ამხანაგებმა მსოფლიოს უჩვენეს უკრაინული სულის სიმტკიცე, ჩვენი შეუპოვრობა. ასეთი დამცველებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ! - წერს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი.