რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მე-2 სამშობიარო სახლის პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" მარიუპოლის მერიაზე დაყრდნობით იუწყება.
"ოკუპანტები განაგრძობენ ქალაქის მცხოვრებლების გატაცებას. 70-ზე მეტი ადამიანი მეორე სამშობიაროდან გაიტაცეს. ესენი არიან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მერიაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გატაცებული და რუსეთის ტერიტორიაზეა გადაყვანილი 20 ათასზე მეტი მცხოვრები.
მათივე ცნობით, ოკუპანტები გატაცებულებს ართმევენ საბუთებს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს და ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში გზავნიან, შემდეგ კი მათ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გზავნიან.