ავტორი:

ვინ არიან პუტინის ჯალათები - რუსული არმიის გენერლები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან

ვინ არიან პუტინის ჯალათები - რუსული არმიის გენერლები, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში წარუმატებელი შეჭრა სისხლისმსმელი, ყაჩაღი გენერლების მიერ იმართება. რუსეთის უმაღლესი მეთაურების წინააღმდეგ სასტიკ ბრალდებებს შეხვდებით, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, მიზანმიმართულად მომიტინგეების მკვლელობა და ა.შ. როგორც გამოჩნდა, პუტინს უკრაინაში ე.წ. ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, რის გამოც რუსეთის არმია სულ უფრო და უფრო სასტიკ ზომებს მიმართავს, მაგალითად, უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლის თითქმის 90% გაანადგურა, მათ შორის - მიწასთან გაასწორა ქალაქის თეატრი, რომლის სარდაფსაც თავს ბავშვები აფარებდნენ, ასევე - დაბომბა სამშობიაროს შენობა.

სამწუხაროდ, მსგავსი მასშტაბის სისასტიკე მათთვის, ვინც პუტინის ავაზაკების მიერ ბოლო წლებში ჩადენილ ქმედებებს თვალს ადევნებს, გასაკვირი სულაც არ უნდა იყოს. სირიაში სამოქალაქო ომით დაწყებული, ყირიმის სასტიკი ანექსიითა და საკუთარი მოქალაქეების მკვლელობთ დასრულებული, ათწლეულების განმავლობაში პუტინის მაღალჩინოსნებს მთელი მსოფლიო სისასტიკესა და ველურობაში ადანაშაულებდა.

"მარიუპოლის ჯალათად“ მონათლული გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი ფორმის არასწორად ჩაცმის გამო საკუთარ ჯარისკაცებს ასახიჩრებდა... უკრაინის მხარე ამტკიცებს, რომ სამშობიაროს დაბომბვისა და მარიუპოლის თეატრის განადგურების უკან სწორედ მიზინცევი იდგა. მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი რუსი გენერლიდან, რომლებიც ბოლო წლებში სასტიკ დანაშაულებებში არიან ბრალდებულები.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - "ჰუმან რაითს ვოჩი“ სირიაში ჩადენილ დანაშაულებებში მონაწილეობისთვის 6 რუსი მეთაური გამოჰყო. დიქტატორ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის მიზნით, სამოქალაქო ომში ჩართვის დღიდან, რუსულმა ძალებმა სირიაში არა ერთი სასტიკი დანაშაული ჩაიდინეს.

Amnesty International-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი დამნაშავეა ამაზრზენ სამხედრო ქმედებებში, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩაიდინეს. გააგრძელეთ კითხვა