ალდაგმა სპეციალურად კერძო სკოლებისთვის დაზღვევის უნივერსალური პროდუქტი შექმნა, რომელიც სკოლის დამფუძნებლებს დაეხმარება, შექმნან მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო და თავადაც იყვნენ დაცული გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან.
სკოლების დაზღვევა 360გრადუსიანი მიდგომით იცავს სასწავლო დაწესებულებას სხვადასხვა შესაძლო რისკისგან, რომელიც შეიძლება სკოლაში წარმოიშვას, მაგალითად, ხანძარი შენობაში, საკვებით მოწამვლა, მოსწავლის ფიზიკური დაზიანება და სხვა.
ალდაგის სკოლების დაზღვევა სამ კომპონენტს აერთიანებს:
სკოლის შენობის, ინვენტარისა და ტექნიკის დაზღვევა - სკოლის დაზღვევის შემთხვევაში სასწავლო დაწესებულებას ის ფინანსური ზიანი აუნაზღაურდება, რომელიც მის შენობას ან ინფრასტრუქტურას სადაზღვევო შემთხვევის გამო მიადგა. მაგალითად, მიწისძვრის, ხანძრის ან სტიქიის გამო დაზიანდა შენობა, ინფრასტრუქტურა, შენობაში არსებული მარაგები, საკომუნიკაციო მოწყობილობები, ან საყოფაცხოვრებო ინვენტარი.
მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე სკოლების პასუხისმგებლობის დაზღვევა - ისეთ შემთხვევებს მოიაზრებს როდესაც სკოლაში მომხდარი შემთხვევის გამო მოსწავლე იღებს ფიზიკურ დაზიანებას ან დგება ქონებრივი ზარალი. მაგალითად, სკოლის ტერიტორიაზე ხდება მოსწავლის ჯანმრთელობის დაზიანება ან სადაზღვევო შემთხვევის დროს მოსწავლის ან მისი მშობლის ქონების დაზიანება.
სკოლის ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა - ფარავს რისკებს, რომელიც ავტოტრანსპორტთან და მის პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევისგან თავად ტრანსპორტის დაზიანება, ტრანსპორტში მსხდომი მოსწავლეების დაზღვევა უბედური შემთხვევებისგან, მესამე პირის ტრანსპორტის ან ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ.
„ვფიქრობთ, რომ თანამედროვე სკოლას მსგავსი პროდუქტი ესაჭიროება, ერთი მხრივ, რისკების სწორად მართვისთვის და მეორე მხრივ, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის დასაკმაყოფილებლად. დაზღვევა, რომელსაც სკოლებს ვთავაზობთ, სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ის, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სკოლის მენეჯმენტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ვითარებისთვის და მეორე მხრივ, უმსუბუქებს მათ ასობით ბავშვისა და მისი მშობლის წინაშე აღებულ ვალდებულებას,“- აცხადებს ალდაგის კორპორატიული დაზღვევის მიმართულების დირექტორი, დავით ეჯიბია.
ალდაგის დაზღვევით სკოლებს შეუძლიათ ისარგებლონ დღეიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
R