ავტორი:

"რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ვხედავ... გვჯერა ჩვენ მოსკოვის დაპირების? - რა თქმა უნდა, არა" - ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი

"რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ვხედავ... გვჯერა ჩვენ მოსკოვის დაპირების? - რა თქმა უნდა, არა" - ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი

უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის, ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ ჩაუსის თქმით, იგი ქალაქში რუსეთის თავდასხმების შეწყვეტას ვერ ხედავს, მიუხედავად მოსკოვის დაპირებისა, რომ ჩერნიგოვში, სამხედრო ოპერაციებს შეამცირებდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, რუსეთის განცხადებაზე, რომ უკრაინაში შეტევებს შეამცირებდა, გუბერნატორმა უპასუხა: "გვჯერა ჩვენ მოსკოვის დაპირების? - რა თქმა უნდა, არა“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა განაცხადა, რომ რუსეთი, კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობებს შეამცირებდა.