რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში ალყაში მოქცეული მარიუპოლის დაბომბვა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცები დანებდებიან.
აღნიშნულის შესახებ პუტინმა გუშინ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. თუმცა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე, პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, ელისეს სასახლეში განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი დათანხმდა განიხილოს გეგმები ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.
პარალელურად კი მედიაში თანამგზავრიდან გადაღებული მარიუპოლის ახალი ფოტოები ვრცელდება, სადაც დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობები ჩანს. ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ სიტუაცია მარიუპოლში "კატასტროფულია.“
"ქალაქის მოსახლეობა უნდა იყოს დაცული და უნდა დატოვონ ქალაქი თუ მათ სურთ. უნდა ჰქონდეთ წვდომა საკვებზე, წყალსა და საჭირო მედიკამენტებზე“, - აცხადებენ საფრანგეთში.