ავტორი:

რას ჰყვება უკრაინელი ქალი, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ქმარი მოუკლეს, შემდგომ კი მასზე ჯგუფურად იძალადეს - "ვიდრე ჭიშკარს ვაღებდი, ჩემი 4 წლის შვილი მამის ცხედართან იდგა"

რას ჰყვება უკრაინელი ქალი, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ქმარი მოუკლეს, შემდგომ კი მასზე ჯგუფურად იძალადეს - "ვიდრე ჭიშკარს ვაღებდი, ჩემი 4 წლის შვილი მამის ცხედართან იდგა"

რას ჰყვება უკრაინელი ქალი, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ ქმარი მოუკლეს, შემდგომ კი მასზე ჯგუფურად იძალადეს - "ვიდრე ჭიშკარს ვაღებდი, ჩემი 4 წლის შვილი მამის ცხედართან იდგა"

უკრაინელი ქალი, 33 წლის ნატალია, რუსმა სამხედროებმა მისი მეუღლის მოკვლის შემდეგ გააუპატიურეს. შემზარავი ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა ნატალიას 4 წლის ვაჟი მეორე ოთახში შეშინებული ტიროდა. ნატალიას ბრალდებებს რუსი სამხედროების მიმართ მალე ოფიციალური პირები გამოიკვლევენ, მანამდე კი თავის ისტორიას "The Times"-ს უამბობს.

ნატალია, მეუღლესა და 4 წლის ვაჟთან ერთად კიევის მახლობლად მდებარე სოფელში ცხოვრობდა.

"სროლის ხმა გავიგე. მალევე ჭიშკრის გაღებისა და სახლში ნაბიჯების ხმაც მომესმა", - ჰყვება ქალი.

მისი თქმით, სახლში ორი რუსი სამხედრო შევიდა - პირველი იყო სარდალი, რომელმაც უთხრა, რომ მისი სახელი მიხაილ რომანოვი იყო და მეორე - შავებში ჩაცმული უმცროსი ჯარისკაცი. როგორც ნატალია ყვება, ეს ყველაფერი 9 მარტს მოხდა. რუსის ჯარისკაცებმა ჯერ მისი ძაღლი მოკლეს, შემდეგ კი - ქმარი.

"ვყვიროდი, სადაა ჩემი ქმარი? გარეთ გავიხედე და დავინახე, როგორ ეგდო ჩემი მეუღლე ძირს ჭიშკართან. ერთ-ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი მომიბრუნდა და მითხრა, შენს ქმარს იმიტომ ვესროლე, რომ ნაცისტიაო", - უყვება ქალი გამოცემას.

ამის შემდეგ ნატალია გააუპატიურეს, იარაღით დააშინეს და მოკვლით დაემუქრნენ: "თუ არ გაჩუმდები, შენს შვილს გამოვიყვან და ვაყურებინებ, როგორ გავასხმევინებ დედამისს ტვინსო".

როგორც უკრაინელი ლტოლვილი ჰყვება, ორივე სამხედრომ რიგ-რიგობით გააუპატიურა და საერთოდ არ ადარდებდათ, რომ მისი 4 წლის შვილი გვერდით ოთახში ტიროდა:

"მთელი ეს დრო, თავზე მიმიზნებდნენ იარაღს, თან განიხილავდნენ, მოვეკალი, თუ - არა. რამდენიმე საათის შემდეგ, ორივე ჯარისკაცი სადღაც წავიდა, უკან ნასვამები დაბრუნდნენ და კვლავ ძალა იხმარეს", - იხსენებს ნატალია.

როცა ჩაეძინათ, ამის შემდეგ მოახერხა მან შვილთან ერთად სახლიდან გაქცევა. "იქაურობა ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ვერ ჩავდივარ იქ, რომ ჩემი მეუღლე დავმარხო", - ამბობს ის.

"ვიდრე ჭიშკარს ვაღებდი, ჩემი 4 წლის შვილი მამის ცხედართან იდგა, მაგრამ ბნელოდა და ვერ მიხვდა, რომ მამამისი იყო", - იხსენებს ნატალია.

ქალმა, რომელიც შვილთან ერთად დასავლეთ უკრაინის ქალაქ ტერნოპილში გაიქცა, თქვა, რომ ოთხი წლის ბავშვმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მამა გარდაეცვალა.

ნატალიასთვის თავს გადამხდარ ამ საშინელ საქმეს უკრაინის გენერალური პროკურორი - ირინა ვენედიქტოვა იძიებს. ნატალიას თქმით, მას რძალმა უბიძგა, რომ ჯგუფური გაუპატიურების შესახებ პოლიციაში მოეყოლა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წყარო: dailymail