ავტორი:

"კიევო, გარწმუნებ, თუ თავად არ მოხვალთ და არ შეასრულებთ რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნებს, დანდობა არ გექნებათ" - კადიროვი

"კიევო, გარწმუნებ, თუ თავად არ მოხვალთ და არ შეასრულებთ რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნებს, დანდობა არ გექნებათ" - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, რუსი ძალოვანები უკრაინაში კარგ სამუშაოს ატარებენ ყველა ფრონტზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მისი თქმით, კიდევ რამდენიმე დღე და აიღებენ ყველა ძირითად ობიექტს, რის შემდეგაც კიევში შევლენ.

„ჩვენი ბიჭები დღეს ყველა ფრონტზე კარგად მუშაობენ, ათავისუფლებენ სოფლებს, კვარტლებს. ვფიქრობ, რამდენიმე დღე და სრულად ავიღებთ ძირითად ობიექტებს, შემდეგ კი კიევში შევალთ. თუკი კიევი თავად არ მოვა ჩვენთან, მაშინ, ჩვენ უნდა მივიდეთ, როგორც დაუპატიჟებელი სტუმრები“, - განაცხადა კადიროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ამიტომ, თუკი არ გსურთ თქვენთან ბანდერელებთან ომით მოვიდეთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უკრაინის უშიშროების საბჭოს: დადექით ჩვენ გვერდით, მოდით, ერთად გავანადგუროთ ეს შაითნები, ბანდერელები და ნაცისტები“, - განაცხადა კადიროვმ.

მანვე აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ელოდება უკრაინის მთელ ხელმძღვანელობას, თუკი ის არ გადადგავს შემხვედრ ნაბიჯს ნაციონალისტებთან ბრძოლაში.

"კიევო, გარწმუნებ, თუკი თავად არ მოხვალთ და არ შეასრულებთ რუსეთის პრეზიდენტის ყველა მოთხოვნას, დანდობა არ გექნებათ - არც მთავრობას, არც რადას, არც ზელენსკის. თქვენ ევროპა და დასავლეთი ვერ გიშველით, რადგან დამნაშავეები ხართ. ამიტომ, გიჯობთ, თავად მოხვიდეთ, მოუბოდიშოთ უკრაინის ხალხს, რუს ხალხს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს. შემდეგ კი, მისცეთ ხალხს საშუალება, თავად აირჩიონ თავისი მომავალი და აირჩიონ პრეზიდენტი“ , - აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი.