ავტორი:

"ბევრი ქართველია უკვე უკრაინაში, არის მომენტი როცა ბრძოლის დროს ქართველი უფრო მეტია ჩემს ქალაქში, ვიდრე უკრაინელი. მართლა რა მაგრები ყოფილხართო" - რა მისწერა ექსთანამშრომელმა ქართველ შეფს?

"ბევრი ქართველია უკვე უკრაინაში, არის მომენტი როცა ბრძოლის დროს ქართველი უფრო მეტია ჩემს ქალაქში, ვიდრე უკრაინელი. მართლა რა მაგრები ყოფილხართო" - რა მისწერა ექსთანამშრომელმა ქართველ შეფს?

შეფ-მზარეული ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელმაც კიევი რამდენიმე დღის წინ დატოვა, "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"დღეს ჩემს თანამშრომელს ველაპარაკე, ომის დაწყების დღიდან იარაღი აიღო და თავის ქალაქს იცავს. ძალიან მაგარი ბიჭია, ყველაზე მეტი მადლობა და ნაკლები შენიშვნა რომ ქონდა ჩემგან. შეფ, ძალიან ბევრი ქართველია უკვე უკრაინაშიო, არის მომენტი როცა საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველი უფრო მეტია ჩემს ქალაქში, ვიდე უკრაინელიო. მართლა რა მაგრები ყოფილხართო,(ჩვენ იმათი გვიკვირს და ზოგიერთს იმათ ჩვენი), ძალიან ძალას გვაძლევენო, პროფესიონალი მებრძოლები არიანო, ზოგისთვის უკვე მესამე ომია ჩვენი ომიო….ერთმა მითხარა საქართველოსთვის ვიბრძვიო ჯერო და მერე უკრაინისთვისო! როცა მოვახერხებ და შესაფერისი დრო იქნება, უნდა დავრეკო და დაგალაპარაკოო! ძალიან ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის

!#დიდებასაქართველოს!

#დიდებაუკრაინას!

#გმირებსდიდება!" - წერს ალექსანდრე ბაინდურაშვილი.