ავტორი:

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშით, უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები გაიმართება - რას წერს Sky News - ი?

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშით, უახლოეს დღეებში კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები გაიმართება - რას წერს Sky News - ი?

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა. სამინისტროს თქმით, რუსული ძალები ჩერნიგოვის დაბომბვას აგრძელებენ მიუხედავად დაპირებებისა, რომ ქალაქის ირგვლივ მათი სამხედრო ოპერაციები შემცირდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის 36-ე დღე შესრულდა, მიუხედავად ჯარის გარკვეული ნაწილის გაყვანისა, „კრემლის ჯარი კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით პოზიციების დაკავებას აგრძელებს“.

მათივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლები გაიმართება.

როგორც Sky News-ი იუწყება, აღნიშნული სადაზვერვო ანგარიში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირას, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ კიევთან ახლოს, სამხედრო ოპერაციებს შეაჩერებდა.