ავტორი:

"იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა" - იაგო ხვიჩია

"იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა" - იაგო ხვიჩია

იმის გარჩევის ნაცვლად, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ დროებით ელჩი, შენიშვნები უნდა გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფ პრეზიდენტს ჰქონდა. ეს არ მოხდა, რაც იყო "ქართული ოცნების“ შეცდომა, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზელენსკის ასეთი ტონით საუბრის მორალური უფლება აქვს.

"ჩემი აზრით, გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩამოაყალიბა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია, რომ ქვეყნები, რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც კი არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე მეტი უკრაინას რა უნდა გაუჭირდეს, მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და ამ დროს, როცა გულგრილი ხარ და არცერთ მითითებას არ ითვალისწინებ, რაც ახლა სამყაროში არსებობს რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ, თორემ ბატონ ელჩს რა უნდა ექნა, რომ "ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მე მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ამის გარჩევა რომ დავიწყეთ, როცა ელჩი ზელენსკიმ დროებით გაიხმო, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ ელჩი, ნაცვლად იმისა, შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო "ქართული ოცნების“ შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია ერთად მივდივართ ამ გზაზე. რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა ჩვენმა წარმომადგენლობამ, ეს დასაფასებელია და მე ამას ყოველთვის აღვნიშნავ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.

"არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას.

ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან.

დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - აღნიშნა ზელენსკიმ.