ავტორი:

მეცნიერთა უჩვეულო აღმოჩენა - იდუმალებით მოცული ქვის სათავსოები და უძველესი პერიოდის მისტიკა: რა იპოვეს მკვლევრებმა ინდოეთში

მეცნიერთა უჩვეულო აღმოჩენა - იდუმალებით მოცული ქვის სათავსოები და უძველესი პერიოდის მისტიკა: რა იპოვეს მკვლევრებმა ინდოეთში

ინდოეთში მკვლევრებმა ქილის მსგავსი, უზარმაზარი ქვის ფიგურები აღმოაჩინეს,რომლებიც სავარაუდოდ, დაკრძალვის დროს გამოიყენებოდა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ასამის შტატში, ოთხ სხვადასხვა ადგილას, სულ 65 ასეთი "ქილა" იპოვეს. ისინი ერთმანეთისგან ზომითა და ფორმით განსხვავდებიან: ზოგი მათგანი მაღალია და ცილინდრული, ზოგი კი ნაწილობრივ, ან მთლიანადაა მიწაში ჩამარხული. მსგავსი ქვის ჭურჭელი მანამდე ლაოსსა და ინდონეზიაშია ნაპოვნი.

ლაოსზე აღმოჩენილი მსგავსი ქვის სათავსოები

კვლევაში ინდოეთისა და ავსტრალიის სამი უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობდნენ. ჯგუფს პროფესორები ტილოკ ტჰაკურია და უტამ ბათჰარი ხელმძღვანელობდნენ.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ვინ შექმნა ეს გიგანტური სათავსოები, არც ის ვიცით, თუ სად ცხოვრობდნენ ეს ადამიანები. ყველაფერი მისტიკის საბურველითაა მოცული,“ - ამბობს კვლევის მონაწილე, ნიკოლას სკოპალი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტიდან.

სკოპალის თქმით, მკვლევრების ვარაუდით, ეს ქილები დაკრძალვის ცერემონიებთან უნდა ყოფილიყო კავშირში: "ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ეთნიკური ჯგუფის - ნაგას ხალხის ისტორიის მიხედვით, მათ ნაპოვნი აქვთ ქილები, რომლებიც სავსე იყო კრემაციის შემდეგ დატოვებული ნარჩენებით, მძივებითა და სხვა მატერიალური არტეფაქტებით,“ - თქვა სკოპალმა.

ასამის ქვის ქილა

ექსპედიციის ხელმძღვანელის, ტჰაკურიას თქმით, აღმოჩენილი ქვის სათავსოები ცარიელია და სავარაუდოდ, ოდესღაც, სახურავები უნდა ჰფარებოდათ. მკვლევრებს სჯერათ, რომ ამგვარი ქვის სათავსოები ქრისტეშობამდე დაახლოებით 400 წლით ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

მეცნიერები ვარაუდოებნ, რომ მსგავსი ქვის ჭურჭელი კიდევ ბერვ სხვადასხვა ადგილასაა მიმოფანტული, უბრალოდ ჯერ არ იციან - სად. მანამდე კი მათსავე აღმოჩენილი ქილების გამოკვლევას დაუთმობენ დროს.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა