ავტორი:

სპორტი და მოგზაურობა

სპორტი და მოგზაურობა

გაზაფხული შესანიშნავი დროა სპორტული ცხოვრების წესის დანერგვისთვის. თბილი ამინდები ყველაზე არასპორტულ ადამიანსაც კი „აიძულებს“ დაიწყოს ვარჯიში, ჩადგეს ფორმაში და მოიყვანოს სხეული ტონუსში.

ამასთანავე, თბილ სეზონზე აქტიურდება მოგზაურობის, ლაშქრობის, თევზაობის, სურვილი. ბუნებრივია, ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს სჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა. ინტერნეტ მაღაზია Extra.ge- ზე სპორტისა და მოგზაურობების მოყვარულთათვის პროდუქტების ფართო არჩევანია.

მოგზაურობის მსურველებს ექსტრაზე შეუძლიათ შეიძინონ ჩემოდანი ან სამგზავრო ჩანთა მისი აქსესუარებით, კისრის ბალიში, საპასპორტე, გასაბერი ბალიში, იარლიყი ჩემოდნისთვის, სამგზავრო ბოთლების ნაკრები და.ა.შ.

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი რამ საჭიროა მოგზაურობისას და მათი შეძენა მაშინაც კი შეიძლება, თუ უახლოეს მომავალში არ გეგმავთ სადმე გამგზავრებას. ეს იმ კატეგორიის ნივთებია, რომელიც ყოველთვის გამოდგება, თუნდაც ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე დასასვენებლად წასვლისთვის.

ნადირობით და თევზაობით გატაცებულებს თქვენთვის საინტერესო ნივთების აღმოჩენაც შეგიძლიათ. ექსტრაზე ანკესის, სატყუარების, ბინოკლების, ჯიბის დანების, იარაღის საწმენდი საშუალებების, სანადირო ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის ფართო არჩევანია. უსაფრთხო ძილისთვის აუცილებელია თან გქონდეთ კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები.

თუ სიმაღლეების დაპყრობა გიზიდავთ და მწვერვალებზე ასვლა თქვენი ჰობია, ექსტრაზე ონლაინ შესაბამისი ეკიპირების მოძიება და შეძენა ძალიან მარტივია. საიტზე ყველაფერია შენი წარმატებული სვლისა და უსაფრთხოებისთვის - ალპინისტის წერაქვი, დამჭერები და კარაბინები მთამსვლელისთვის, ალპინისტური ლითონის წრიაპი, წელვადი ტროსი კაუჭებით, სამთო ქამრები და.ა.შ.

ცხელი ზაფხულის დადგომამდე ფორმაში ჩადგომა ალბათ ყველას უნდა. დღესდღეობით ამას სხვადასხვა სპორტის საშუალებით ახერხებენ. ზოგიერთს ცურვა ყველაფერს ურჩევნია, ზოგისთვის კი ბოქსი არის განტვირთვის საშუალება, სხვები ტრენაჟორებს ანიჭებენ უპირატესობას და.ა.შ.

სახლში ტრენაჟორებსა და ვარჯიშს არაფერი ჯობს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გეძლევა საშუალება, გამონახო მინიმუმ 20-30 წუთი და იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობასა და სხეულზე სახლიდან გაუსვლელად.

Extra.ge - ზე ყველაფერია იმისთვის, რომ მიჰყვეთ სპორტულ ცხოვრებას. მაგალითად, წყლის სათვალე, საცურაო ქუდი, ჰანტელები, კრივის ხელთათმანები - მოყვარული მოკრივეებისთვის, იოგას ხალიჩა, ლახტი, პილატესის რგოლი, ჰულა-ჰუპი, მაჯის დამჭერი, მუხლის სახვევი და.ა.შ.

მთავარია, თქვენ მოინდომოთ და სახლიდან გაუსვლელად Extra.ge-დან შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი რაც გაგიხარდებათ სპორტული ცხოვრების დასაწყებად თუ მოგზაურობისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ახლა მინიმუმ 50 ლარიან შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით ექსტრა უფასოდ მოგიტანთ.

ეწვიეთ Extra.ge-ს და დეტალურად დაათვალიერეთ ყველა ის ნივთი, რაც თქვენს ცხოვრებასა და დღეებს უფრო სასიამოვნოს გახდის.

R