ავტორი:

ბექჰემების 40-მილიონიანი სასახლე გაქურდეს - ნიღბიანი მძარცველი სახლში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახს ეძინა

ბექჰემების 40-მილიონიანი სასახლე გაქურდეს - ნიღბიანი მძარცველი სახლში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახს ეძინა

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების დასავლეთ ლონდონის სახლში ნიღბიანი მძარცველი შეიჭრა. ამ დროს წყვილსა და მათ 11 წლის ქალიშვილს - ჰარპერს ეძინათ და სახლში უცხო ადამიანის შეჭრა არც კი გაუგიათ.

ბექჰემების ლონდონის სასახლის გაქურდვა რომ სცადეს, პირველად კრუზ ბექჰემმა აღმოაჩინა. ის მეგობრებთან ერთად გასართობად იყო წასული და სახლში გვიან ღამე დაბრუნდა, თუმცა შეამჩნია, რომ ერთი საძინებელი გაძარცვული იყო, იატაკზე კი გატეხილი მინა ეგდო.

შოკირებულმა 17 წლის კრუზმა მამა გააღვიძა და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკეს.

შენიღბული ქურდი ამ დროს უკვე გაქცეული იყო და თან დიზაინერის ძვირფასი სამოსი, ნივთები და ელექტრონული მოწყობილობები წაიღო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქურდი დაჯგუფების წევრი იყო და ისინი შეთანხმებულად ძარცვავდნენ სახლებს. ამავე ღამეს, ბეკჰემების მეზობლად მდებარე კიდევ ორი სახლი გაქურდეს.

დევიდი და ვიქტორია ბექჰემები წარსულშიც გახდნენ თვალთვალისა და დაშინების მსხვერპლი.

მძარცველი ჯერჯერობით დაკავებული არაა.

წყარო: thesun.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა