ავტორი:

"საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს" - ანჯელინა ჯოლი რომის საავადმყოფოში უკრაინელ ბავშვებს ესტუმრა

"საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს" - ანჯელინა ჯოლი რომის საავადმყოფოში უკრაინელ ბავშვებს ესტუმრა

ჰოლივუდის მსახიობი და უფლებადამცველი ანჯელინა ჯოლი უკრაინელ ბავშვებს რომის Bambino Gesù-ის ჰოსპიტალში ეწვია. ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.

მან განაცხადა, რომ ის ომის დასრულებისთვის ლოცულობს და საშინელებაა იმის დანახვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს.

"მე ვლოცულობ ომის დასასრულისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შეჩერდეს ტანჯვა. საშინელებაა იმის ხილვა, რომ ბავშვები იხდიან ფასს, დაკარგულ სიცოცხლის, დაზიანებული ჯანმრთელობისა და ტრავმის სახით“, - აღნიშნა ჯოლიმ.