ავტორი:

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა... შოვში დაიწვა სანატორიუმი, რომელიც ჩემი საკუთრება იყო" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი?

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა... შოვში დაიწვა სანატორიუმი, რომელიც ჩემი საკუთრება იყო" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი?

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, რეჟისორ გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, შოვში, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული სანატორიუმი დაიწვა. სამწუხარო ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც რჩეულიშვილი წერს, არსებობს ინფორმაცია, რომ სანატორიუმი დაწვეს, თუმცა ეს დაზუსტებული არ არის.

"ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, შოვში დაიწვა სანატორიუმი რომელიც ჩემი საკუთრება იყო, განსაკუთრებულად მიყვარდა და ახლა ვაპირებდი მის რეაბილიტაციას, რაც მანამდე ვერ შევძელი რამეთუ უბრალოდ არც დრო მქონდა არც რესურსი.

რა თქმა უნდა ბევრად ცუდი რაღაცები ხდება დღეს სამყაროში და არც ერთი სანატორიუმი არ ღირს ერთ ადამიანის ცრემლადაც კი, მაგრამ მაინც ტეხავს ასეთი სილამაზე რომ აღარ დგას რაჭაში. იძახიან დაწვესო, მე გულით არ მინდა ამის დაჯერება.

არ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა არაფრის გამო შეიძლება ასეთი ბოროტება გააკეთოს. ომი დამთავრდეს და ამას აღვადგენთ" - წერს გუკა რჩეულიშვილი.