რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა, საპასუხო ზომების სახით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
"შეზღუდვები ვრცელდება ევროპული კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელებზე, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარზე და ევროკავშირის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. შეზღუდვები ვრცელდება ევროპარლამენტის დეპუტატთა თითქმის, უმრავლესობაზე, რომლებიც მხარს უჭერენ ანტირუსულ პოლიტიკას“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამკრძალავი ზომები შეეხო ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პარლამენტისა და მთავრობების წარმომადგენლებს, ასევე მასმედიის თანამშრომლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, "რომლებიც პერსონალურად აგებენ პასუხს ანტირუსული სანქციების მხარდაჭერაზე, რუსოფობიური განწყობის გაღვივებაზე, რუსულენოვანი მოსახლეობის თავისუფლებისა და უფლების დარღვევაზე".