ავტორი:

კიევში სიტუაცია უმჯობესდება, კომპანიები ჩვეულებრივ მუშაობენ - BBC

კიევში სიტუაცია უმჯობესდება, კომპანიები ჩვეულებრივ მუშაობენ - BBC

კიევის ირგვლივ სიტუაცია, როგორც ჩანს, უმჯობესდება, - ინფორმაციას BBC Russian-ი კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, მიკოლა ჟირნოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კომპანიები და სერვისები ქალაქში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

"დღემ კიევში მშვიდად ჩაიარა", - განაცხადა ჟირნოვმა.

ამასთან, BBC იუწყება, რომ დედაქალაქის შემოგარენში ბრძოლები ისევ გრძელდება. რუსულმა ძალებმა ხუთშაბათს დაბომბეს ქალაქები ირპენი და მაკარივი, ხოლო ბრძოლები ასევე დაფიქსირდა ჰოსტომელისა და ბროვარის გარეუბნებში.