ცხადია, სომხეთი, რომელიც ორი წლის წინ მთიანი ყარაბაღის ომში დაქირავებული ტერორისტების ჩართვით დაზარალდა, არასდროს შეუწყობს ხელს სომხეთის ტერიტორიის გავლით უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანასა და განლაგებას, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად Su30SM ტიპის გამანადგურებლები მიაწოდა.
„აღმაშფოთებელი დეზინფორმაცია, თითქოს სომხეთმა რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად Su30SM-ები მიაწოდა, რომელიც აზერბაიჯანული საინფორმაციო წყაროების მიერ დასავლურ სამყაროში გავრცელდა, "ფეიკია“. სომხეთში შემოტანის დღიდან ჩვენს უპილოტო აფრენ აპარატებს ჩვენი ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებიათ,“- წერს ფაშინიანი „ტვიტერზე“.