ავტორი:

"შოკია, როცა იგებ, რომ შენი შვილი ვერ იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები..." - ცხოვრება აუტიზმის დიაგნოზით (სპეცპროექტი)

"შოკია, როცა იგებ, რომ შენი შვილი ვერ იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები..." - ცხოვრება აუტიზმის დიაგნოზით (სპეცპროექტი)

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ambebi.ge- ს არქივში იძებნება სპეცპროექტი, რომელში გიყვებით თუ როგორ ცხოვრობენ საქართველოში ადამიანები აუტიზმის დიაგნოზით. გთავაზობთ ამ სპეცპროექტს:

ჩვენი სტატიის ერთ-ერთი გმირი ვაკო ქადარიაა.

ვაკო 27 წლის არის, უყვარს ბუნებაში ყოფნა, ცხოველები, განსაკუთრებით თუთიყუში პაკო, რომლის მოვლაც მისთვის "სამსახურია“... კიდევ, უყვარს ფოტოების გადაღება, ხატვა... უყვარს ადამიანები. თითქმის ყოველთვის კეთილგანწყობილია, ხშირად იღიმება... ყველა ახალგაცნობილი მისი ძმაკაცია, რომელსაც უშეცდომოდ შეიძლება დაუსახელოს გეოგრაფიული სახელები და თარიღები, რომელიც ერთხელაც კი გაუგონია.

დავით ქადარია, ვაკოს მამა:

- შოკია, როცა იგებ, რომ შენი შვილი ვერ იქნება ისეთი, როგორც სხვა ბავშვები... თავიდან იწყებ ამ აზრის უარყოფას, არ გინდა დაიჯერო. მერე იწყებ ფიქრს, რატომ მაინცდამაინც მე, საკუთარ თავსაც ადანაშაულებ. მე და ვაკოს დედა ისე დავითრგუნეთ, რომ მეორე ბავშვზე ფიქრიც კი არ შეგვეძლო. თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერს ეგუები… გააგრძელეთ კითხვა

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი წარმოადგენს ნეიროგანვითარების დარღვევას, რომელიც თავის ტვინში არსებული ცვლილებებით არის გამოწვეული. მეცნიერებმა არ იციან, თუ კონკრეტულად რა უდევს საფუძვლად ამ ცვლილებებს. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ინდივიდები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყველასთვის საერთოა კომუნიკაციისა და სოციალიზაციის სირთულეები.