ავტორი:

5 ცნობილი პროცედურა, რომელსაც სელებრითები ანიჭებენ უპირატესობას

5 ცნობილი პროცედურა, რომელსაც სელებრითები ანიჭებენ უპირატესობას

გაზაფხული ის განსაკუთრებული პერიოდია, როცა ყველაზე ძალიან გვინდა საკუთარ თავზე ზრუნვა. ზამთრის სუსხის, მოწყენილობისა და მუდმივად სახლში ყოფნის შემდეგ, როგორც იქნა, დგება დრო, როცა მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად წასვლისა და ფერადი კაბების ჩაცმის სურვილი გვიბრუნდება - ბუნებასთან ერთად, ჩვენში ცვლილებების სურვილიც იღვიძებს.

სკუთარ გარეგნობასა და სილამაზეზე ზრუნვა ყველა ქალის საყვარელი საქმეა, თავის მოვლის პროდუქტები და პროცედურები კი საკმარისი არასდროსაა... იმისთვის, რომ მათ შორის საუკეთესოს მივაგნოთ, ჩვენ ხშირად ვითხოვთ რჩევებს, ვიზიარებთ სხვების გამოცდილებას და ვცდილობთ, მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის ჩვენთვის შესაფერისი საშუალებები ვიპოვოთ. მოდით ერთად გადავხედოთ ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელ ბიუთი პროცედურებს, რომელთა ჩატარებას საქართველოში, კლინიკა „მედიშიც“ შეძლებთ:

კიმ კარდაშიანი

აშკარაა, რომ კიმ კარდაშიანი თავის მოვლისა და მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის არაფერს იშურებს, მისი ყოველი გამოჩენა კი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. კიმი ლაზერული ეპილაციისა და პლასტიკური ქირურგიის მოყვარულია და ხშირად მიმართავს ინიექციურ პროცედურებსაც. მისი ერთ-ერთი საყვარელი პროცედურა ორგანიზმის რესურსების გამოყენებით გაახალგაზრდავების ყველაზე ინოვაციური მეთოდი პლაზმოთერაპიაა. ამ პროცედურის წყალობით შესაძლებელია კანის ღრმა შრეების დატენიანება, კოლაგენისა და ელსატინის სინთეზის საშუალებით კი იგი ეფექტურია გამონაყარის პრევენციისთვისაც. პლაზმოთერაპია ცვლის კანის სტრუქტურას და ამცირებს ნაოჭების რაოდენობას და მისი ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერი კანის ტიპის შემთხვევაში.

გვინეტ პელტროუ

ცნობილი მსახიობი, Goop-ის რედაქტორი და ბიზნესვუმენი გვინეტ პელტროუ დაუჯერებელია, თუმცა 49 წლისაა. როგორ ინარჩუნებს ის იდეალურ კანსა და გარეგნობას? როგორც ის საკუთარ ბლოგში განმარტავს, უპირატესობას ბუნებრივობას ანიჭებს და პლასტიკურ ქირურგიაზე უარს ამბობს. ამის ნაცვლას, ხშირად მიმართავს ყველაზე პოპულარულ აპარატულ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას - თერმაჟი (Thermage). პროცედურა მუშაობს უჯრედულ დონეზე, გეხმარებათ მოშვებული კანის გამკვრივებაში და ხელს უწყობს ახალი კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას, რაც სახის კანს ლიფტინგის მიღწევაში ეხმარება. სასურველი შედეგის მისაღებად მხოლოდ ერთი პროცედურაა საჭირო, რომლის ეფექტიც 3-5 წლის მანძილზე ნარჩუნდება.

ჯენიფერ ენისტონი

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი 53 წლის ასაკშიც ისე გამოიყურება, როგორც 20 წლის წინ. ჯენიფერი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. კოსმეტიკური პროცედურებიდან უპირატესობას ანიჭებს ულთერაპიას. პროცედურა ქირურგიული ჩარევის გარეშე აშორებს ნაოჭებს, უსაფრთხოდ ჭიმავს და აღადგენს კანს ისეთ ზონებში, როგორებიცაა: სახე, ყელი და დეკოლტე. ახდენს ზედა და ქვედა ქუთუთოების, წარბებისა და შუბლის ლიფტინგს. შედეგი ნარჩუნდება 2-დან 3 წლამდე.

ჯენიფერ ლოპესი

ჯენიფერ ლოპესი უკვე არაერთი წელია, რაც მსოფლიოში უამრავი ქალისთვის სტილისა და სილამაზის სიმბოლოა. მისი იდელური სხეული და კანი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. საოცარია, რომ ჯეილო, განსხვავებით სხვა ვარსკვლავებისგან, ხშირად აქვეყნებს უამკიაჟოდ გადაღებულ ფოტოებს და გულშემატკივართა გაკვირვებასაც ახერხებს, რადგან 52 წლის ასაკში ასეთი სახის კანის შენარჩუნება ყველა ქალის ოცნებაა. როგორ ის ყვება, მისი სილამაზის საიდუმლო თერმაჟის პროცედურაა. გადატვირთული რეჟიმის გამო, სწორედ ეს პროცედურაა მისთვის საუკეთესო, რადგან პროცედურის შემდეგ ზედმეტი რეაბილიტაციისა და დისკომფორტის გარეშე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ხშირად საქართველოში მსგავსი შედეგის მიღწევა ბევრ ქალს წარმოუდგენლად ეჩვენება, თუმცა ეს ასე არ არის. 22 წლიანი გამოცდილების, ესთეტიკური მედიცინის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოში, კლინიკა მედი, უახლესი თაობის უნიკალური აპარატურით და პროფესიონალი ექიმებით მზადაა თქვენი ოცნებების ასასრულებლად.

კლინიკა მედი; კოსტავას 52;

0322910000

R