ავტორი:

უკრაინასთან ომში მოხალისეები, "სამხრეთ ოსეთის" დამსახურებული არტისტი რობერტ კულუმბეგოვი და აფხაზეთიდან ახრა კირკინაძე დაიღუპნენ

უკრაინასთან ომში მოხალისეები, "სამხრეთ ოსეთის" დამსახურებული არტისტი რობერტ კულუმბეგოვი და აფხაზეთიდან ახრა კირკინაძე დაიღუპნენ

უკრაინაში ომში დაიღუპნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან, "სამხრეთ ოსეთიდან" და აფხაზეთიდან წასული მოხალისეები, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ.

როგორც ekhokavkaza.com წერს, გავრცელებული ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის" დამსახურებული არტისტი რობერტ კულუმბეგოვი უკრაინის დონეცკის ოლქში, ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო აფხაზეთის სოფელ კუტოლის მკვიდრი, ახრა კირკინაძე დონეცკში ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.

ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წაიყვანა. უკრაინული მხარის ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათ წინააღმდეგ 2000-მდე ჯარისკაცი იბრძვის.

ამასთან, ცნობილია, რომ 300-მდე ცხინვალელი ჯარისკაცი ბრძოლის ველიდან უკან დაბრუნდა. ისინი ამბობდნენ, რომ "პირდაპირ სასაკლაოზე წაიყვანეს" და რომ სათანადო აღჭურვილობა არ ჰქონდათ.