ავტორი:

რას ამბობს დმიტრო კულება ბელგოროდის ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენაში უკრაინული ძალების მონაწილეობაზე

რას ამბობს დმიტრო კულება ბელგოროდის ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენაში უკრაინული ძალების მონაწილეობაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არც ადასტურებს და არც უარყოფს ბელგოროდის ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენაში უკრაინული ძალების მონაწილეობას.

როგორც კულებამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მას არ აქვს შესაბამისი სამხედრო ინფორმაცია.

"მე არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ უკრაინა იყო ჩართული ამაში მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვფლობ სამხედრო ინფორმაციას“,- განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ნავთობის საცავში ხანძრის გაჩენის მიზეზი ორი უკრაინული ვერტმფრენის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა იყო, რომლებიც რუსეთის საჰაერო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე შევიდნენ.