ავტორი:

Stoli® Group გმობს რუსეთის აგრესიას და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიას აზიარებს

Stoli® Group გმობს რუსეთის აგრესიას და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიას აზიარებს

Stoli® Group-ს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი ისტორია აქვს. ამ ამბის მოყოლის დროა.

1997 წელს რთული ბიზნესის შეძენის შემდეგ, ბატონი იური შეფლერმა Stoli®vodka გლობალურ ვერტიკალურად ინტეგრირებულ კომპანიად აქცია. 2000 წელს, რეჟიმის მიერ ძვირფასი აქტივის იდენტიფიცირებისა და მისი ხელში ჩაგდების ერთ-ერთ პირველ მაგალითში, პუტინმა გააჩაღა ბრძოლა Stoli ®vodka-ს სავაჭრო ნიშნისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ბრძოლა ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იური შეფლერმა რუსეთი 2002 წელს დატოვა და მას შემდეგ იქ აღარ დაბრუნებულა.

ყველა მცდელობის ჩაშლის შემდეგ, რეჟიმმა დააარსა FKP Soyuzplodoimport (ასევე ცნობილი, როგორც FTE Soyuzplodoimport), რუსული სახელმწიფო კომპანია, რომელიც შეიქმნა 2002 წელს, რათა თავდასხმა განეხორციელებინა სასაქონლო ნიშნის უფლებებზე. მოსკოვში დაფუძნებული FKP ყიდის დაბალი ხარისხის რუსულ პროდუქტს სახელწოდებით, Stolichnaya, ძალიან შეზღუდულ ბაზრებზე. პროდუქტი ადვილად გამოირჩევა Stoli® Group-ის პროდუქტისგან, რადგან ეტიკეტზე ცხადად აწერია : დამზადებულია რუსეთში. Stoli®Group-ს არ აქვს კავშირი ამ პროდუქტთან როგორც წარმოების, ასევე იდეოლოგიის თვალსაზრისით. FKP-ს არ აქვს უფლება გაყიდოს თავისი პროდუქტი მსოფლიოს 150 ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენ ვფლობთ სასაქონლო ნიშნის უფლებებს და სადაც მხოლოდ ჩვენი ლატვიური წარმოების არაყი შეიძლება კანონიერად გაიყიდოს.

„ათწლეულების განმავლობაში Stoli® Group წინააღმდეგობას უწევს პუტინის რეჟიმს. ჩვენ ახლა ვდგავართ ყველა იმ ხალხის გვერდით, რომლებიც მშვიდობისკენ მოუწოდებენ“, - განაცხადა კომპანიის გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმაბატონმა დემიან მაკკინიმ.

იქედან გამომდინარე რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის მარკეტების თაროებზე წარმოდგენილი რუსული ფედერალური საწარმოს მიერ წარმოებული არაყი „სტოლიჩნაია“, და ის მაქსიმალურად არის მიმსგავსებული ჩვენს Stoli vodka-ს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი ყიდვისას თუ რომელ არაყს შეიძენთ.

Stoli®vodka მხარს უჭერს უკრაინას World Central Kitchen-ში (WCK) შემოწირულობების განხორციელების მეშვეობით. World Central Kitchen არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფრონტის ხაზზე პირველი დგას და უზრუნველყოფს საკვების მიწოდებას კრიზისების საპასუხოდ.

R