ავტორი:

"თვალთმაქცი ნაძირალა" - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

"თვალთმაქცი ნაძირალა" - ჯიმ ქერის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ: მსახიობს წლების წინანდელი სკანდალი გაახსენეს

ჯიმ ქერის მიერ უილ სმიტის შესახებ ბოლო დღეებში გაჟღერებულ კრიტიკას ის მოჰყვა, რომ 60 წლის კომიკოსს ახლა თავად ადანაშაულებენ ძალადობაში, კერძოდ კი - სექსუალურ ძალადობაში.

საუბარია 1997 წელს MTV Movie Awards-ზე მომხდარ ფაქტზე. ქერის 19 წლის მსახიობის ალისია ლისვერსტოუნს ნებრთვის გარეშე კოცნის გამო სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს. როცა ალისია ჯიმ ქერის კომიკური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდოს გადასცემდა, მან მოულოდნელად ტუჩებში აკოცა გოგონას. მსახიობი იმ დროისთვის 35 წლის იყო.

<iframe src="//content.jwplatform.com/players/b1nYMmkB-XLzx33eA.html" width="480" height="270" frameborder="0" scrolling="auto"></iframe>

ინტერნეტში გავრცელებულ ამ ვიდეოს, კიდევ მეორე ფოტო მოჰყვა, რომელიც ამავე დაჯილდოებაზეა გადაღებული. ამავე საღამოს, ჯიმ ქერის უილ სმიტისთვისაც უცდია კოცნა, თუმცა სმიტმა მოიშორა ის.

ონლაინ კრიტიკოსების აზრით, ჯიმ ქერის ალისიასა და სმიტზე ძალადობის მცდელობისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს.

ეს ყველაფერი ჯიმ ქერის კომენტარს მოჰყვა, რომელშიც მან უილ სმიტის ოსკარებზე ჩადენილ საქციელს "ავადმყოფური" უწოდა. სმიტის გაკრიტიკების გამო მას კრიტიკოსებმა "თვალთმაქცი ნაძირალა" უწოდეს, როცა თავად სექსუალურად იძალადა 19 წლის გოგონაზე, თანაც საქვეყნოდ.

ჯიმ ქერის ონლაინ კრიტიკის პარალელურად, მსახიობის განცხადებაც გავრცელდა. მსახიობი მისი ახალი ფილმის, Sonic the Hedgehog 2-ის პოპულარიზაციას ეწეოდა, როცა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სამსახიობო კარიერას შეწყვეტს და რომ ეს მისი ბოლო ფილმი იქნება. მიუხედავად ამისა, ის მთლად დარწმუნებული არ ჩანს, რადგან დასძინა, რომ თუ ანგელოზების ოქროს მელნით დაწერილ სიუჟეტს დაუდებენ და იგრძნობს, რომ ეს ფილმი ადამიანებისვის მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში მსახიობობას კვლავ დაუბრუნდებოდა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წყარო: thesun