ავტორი:

"საფრთხის ქვეშ დგას ჩინეთის რეპუტაცია, თუ ის რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში დაეხმარება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"საფრთხის ქვეშ დგას ჩინეთის რეპუტაცია, თუ ის რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდებაში დაეხმარება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჩინეთის რეპუტაციას საფრთხე ემუქრება, თუ ის რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებაში დაეხმარება , - ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინთან ონლაინ სამიტის შემდეგ გააკეთა.

"ომის გახანგრძლივება და მსოფლიო ეკონომიკის მეტად შეფერხება არავის ინტერესშია", - დაწერა მან ტვიტერზე.

სი ძინ პინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ევროპამ უნდა უზრუნველყონ სტაბილურობა ცვალებად სამყაროში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ შესათავაზებლად რაიმე წინადადება ომის დასრულების შესახებ.