ავტორი:

"ტიტე, ყველა დაგტირის... ჯერ ახალმოყვანილი ცოლი დაკარგა და ახლა ეს უბედურება" - ვინ არის ქუთაისში მოკლული მამაკაცი და რას ჰყვებიან მომხდარზე ახლობლები?

"ტიტე, ყველა დაგტირის... ჯერ ახალმოყვანილი ცოლი დაკარგა და ახლა ეს უბედურება" - ვინ არის ქუთაისში მოკლული მამაკაცი და რას ჰყვებიან მომხდარზე ახლობლები?

ქუთაისში გოგომ ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრა. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, 25- წლამდე კაცს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. იგი დახმარების თხოვნით მიმდებარე ქუჩაზე გაიქცა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო და საპატრულოს ჯგუფები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობა არტერიაზე ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარს, სავარაუდოდ, კონფლიქტი უძღოდა წინ, თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. ადგილზე მყოფებს ყვირილის ხმა არ გაუგონიათ.

AMBEBI.GE-ისთვის ცნობილი გახდა, რომ მოკლული 40 წლამდე ასაკის ტიტე კორძაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს და გარდაცვლილს ნათესაური კავშირი ჰქონდათ. გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებული ქალის სიძე იყო.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, კორძაძის მეუღლე დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

"როგორც ამბობენ, გოგონა ტიტეს ცოლის გარდაცვალებას აბრალებდა, რაც კონფლიქტის და შემდეგ მკვლელობის მიზეზი გახდა" - ამბობენ ისინი.

გარდაცვლილს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

"ტიტე მთელი სოფელი დაგტირის, სული გვეწვის ალალმართალო ბიჭო! უბოროტო, კეთილო... მართალი ყოფილა, რომ ამბობენ ღმერთსაც კარგები უნდაო. კარგი არა საუკეთესო ადამიანი იყავი შენს სახელს დავიწყება არ უწერია"

"შენს მკვლელს არავინ აცოცხლებს, შენ უფალმა ნათელში გამყოფოს ალალო ბიჭო მთელი სოფლის გულის ტკივილო"

"ვაი ეს რა ცუდი ამბავი გავიგე, რა დაემართა უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა სადაც მართალნი განისვენებენ... ჯერ ახალი მოყვანილი ცოლი, ახლა ეს, რა უბედურება დატრიალდა მათ ოჯახში..."