ავტორი:

"გვაქვს სინდისი, ამერიკული ფინია ამოვიცნოთ" - რუსეთის სარკასტული პასუხი ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, სადაც რუს დიპლომატებს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს

"გვაქვს სინდისი, ამერიკული ფინია ამოვიცნოთ" - რუსეთის სარკასტული პასუხი ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, სადაც რუს დიპლომატებს თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ,,ტვიტერზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუს დიპლომატებს თანამდებობიდან გადადგომა სთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა კოლეგებმა უნდა ,,აღიარონ რუსეთის მიერ გამოწვეული ბოროტება" და უკრაინის ,,აპოკალიფსური განადგურების " თანამონაწილეები არ გახდნენ.

მათ დასძინეს, რომ ,,ზნეობისა და კეთილი გულის მქონე კოლეგებმა", უნდა ,,დატოვონ ეს ჩაძირული გემი, რომელიც მთელს მსოფლიოში, თავისუფლებისმოყვარე ადამიანების რისხვას იზიდავს".

როგორც BBC იუწყება, რუსეთის მისია ჟენევაში აღნიშნულ წერილს ,,ტვიტერზე" გამოეხმაურა და ჩეხეთის სამინისტროს სარკასტული მადლობა გადაუხადა ,,კეთილშობილური შეთავაზებისთვის", მაგრამ უარი განაცხადა.

,,ჩვენ გვაქვს დიდი სინდისი და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ამერიკული ფინია ამოვიცნოთ, როდესაც დავინახავთ", - დასძინა რუსეთის მისიამ.

ჩეხეთის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს, ,,უსამართლო ომისთვის" შედეგები ექნება.