ავტორი:

როდიდან იქნება "ფაიზერის" ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი - თამარ გაბუნიას განმარტება

როდიდან იქნება "ფაიზერის" ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი - თამარ გაბუნიას განმარტება

"ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზები მოსახლეობისთვის მომდევნო კვირის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ვადაგასული „ფაიზერის“ ვაქცინა, ახალი დოზებით სრულად ჩანაცვლდება.

როგორც თამარ გაბუნიამ განმარტა, მიმდინარე წელს საქართველო „ფაიზერისგან“ ჯამში 1 000 000 დოზა ვაქცინას მიიღებს.

"მოგეხსენებათ, საქართველომ „ფაიზერის“ ახალი დოზები შეისყიდა, რომელიც მომდევნო კვირის დასაწყისში მცირე ლოჯისტიკური ცვლილების შემდეგ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

არსებული დოზები სრულად ჩანაცვლდება "„ფაიზერის“ ვაქცინის ახალი დოზებით, მთლიანად ახალ ლოჯისტიკურ სქემაზე გადავალთ. დარჩენილი დოზების ზუსტი რაოდენობა რამდენიმე დღეში შეფასდება. მომდევნო კვირაში ზუსტად გვეცოდინება, რა მარაგი დარჩა პირველი პარტიიდან“,- განმარტავს გაბუნია.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციის ვებ-გვერდ Booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა არ აქვთ. ამ დროისთვის საიტზე მხოლოდ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა არის ხელმისაწვდომი. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა.