ავტორი:

"ძლიერდება ხმები პუტინის სიმსივნით ავადმყოფობის შესახებ! ბოლო ორი გამოჩენაა ხელები, სულ შებოჭილი აქვს..." - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი?

"ძლიერდება ხმები პუტინის სიმსივნით ავადმყოფობის შესახებ! ბოლო ორი გამოჩენაა ხელები, სულ შებოჭილი აქვს..." - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი?

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" რუსეთ-უკრაინის ომის თემას თითქმის ყოველდღიურად ეხმაურება. ამჯერად მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში არსებულ სიტუაციას აღწერს.

ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ.

"აბა დილა მშვიდობისა ყველას! მარიუპოლი ისევ ძალიან მაგრად დგას! ფრთხილი კარგი ამბავი ისაა, რომ მარიუპოლისკენ მიიწევენ ჩვენები. ბრიტანელებმაც გაავრცელეს რუქა და არესტოვიჩმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში მარიუპოლის ირგვლივ რუსებს მძიმე დღეები დაუდგებათ! ამინ!

ბუჩა, ჰოსტომელი, ბოროდიანკა, ვორზელი და კიდევ უამრავი დასახლებული პუნქტი კიევის და ჩერნიჰოვის ირგვლის რომ თავისუფალია, კი იცით ალბათ უკვე, მაგრამ ამ მზიან დილას მაინც სხვანაირად ჩანს და ჟღერს ეს ყველაფერი!იმდენ და ისეთ ტექნიკას ტოვებენ რუსები, სერიოზულად ძლიერდება საარტილერიო საზენიტო სიმძლავრეები!

გუშინ გამოსულა ჩორნობაევკას 13-ე და 14-ე სერიები! ერთი მეორეზე უკეთესიაო! ვნახავთ დღეს ახალ ბობოლა ტვირთი - 200-ებს!აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყებენ ახლა ფაშისტები სარაკეტო თავდასხმებს, მაგრამ მანდ დასამარდებიან საბოლოოდ რუსი ოკუპანტები!

ზელენსკიმ თქვა ფოქსნიუსთან, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვაჭრობის საგანი არასდროს გახდებაო! ჯონსონიც მხარს უჭერს ბოლომდე!გერმანელები მესამე ადგილზე გადავიდნენ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში!

ძლიერდება ხმები პუტინის სიმსივნით ავადმყოფობის შესახებ! გუშინ დავკავირდი და ბოლო ორი გამოჩენაა და ეს ხელები სულ შებოჭილი აქვს, შეიძლება ტრემორი რომ გააჩეროს! ასევე წყაროზე ამბობენ, შიგნით წავიდა გადაბრალებების კასკადი და ერთმანეთზე იარაღის მიშვერებიო! აბა როგორ დონ მოკლედ დღეს ციფრულ განზომილება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება და ცინცხალ მოგახსენებთ! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! დიდება ერს! სიკვდილი მტერს!" - წერს პეტრიაშვილი.