ავტორი:

"რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიას არ დატოვებს, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრდება და იქიდან დაიწყებს პირობების კარნახს" - პოდოლიაკი

"რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიას არ დატოვებს, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრდება და იქიდან დაიწყებს პირობების კარნახს" - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის მთელს ტერიტორიას არ დატოვებს, ის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრდება და იქიდან დაიწყებს პირობების კარნახს. მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე გართულდება რუსეთის ფედერაციის უკრაინიდან გაძევება.

„არ იქნება „ავღანეთიზაცია“ და რუსეთის ფედერაციისთვის დამღლელი გრძელი კონფლიქტი, როგორც ამას ზოგიერთი ელის. რუსეთის ფედერაცია დატოვებს უკრაინის ტერიტორიას გარდა სამხრეთისა და აღმოსავლეთისა. შეეცდება იქ ღრმად ჩაფვლას, დააყენებს საჰაერო თავდაცვას, მკვეთრად შეამცირებს დანაკარგს და დაიწყებს პირობების კარნახს. მძიმე იარაღის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის ფედერაციის გაძევებას“,- განაცხადა პოდოლიაკმა.