შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭს კიდევ ერთი, ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"ბავშვის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, კვლავ უკიდურესად მძიმეა, მმართვით სუნთქვაზე იმყოფება. გუშინ, პაციენტს კიდევ ერთი ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა",- აღნიშნავენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.