ავტორი:

"იზიუმის კონტროლი ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქთან აკავშირებს - დაიწყეს ძლიერი ზეწოლა ლუგანსკის დარჩენილ ნაწილზე" - არესტოვიჩი

"იზიუმის კონტროლი ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქთან აკავშირებს - დაიწყეს ძლიერი ზეწოლა ლუგანსკის დარჩენილ ნაწილზე" - არესტოვიჩი

ხარკოვის ოლქში ქალაქ იზიუმის კონტროლი რუს ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქთან აკავშირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს ადვოკატთან და უფლებათდამცველთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ქალაქ იზიუმის დაპყრობის მნიშვნელობის განმარტებისას განაცხადა.

არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ ქალაქი იზიუმი რუსულ ძალებს სჭირდებათ, რათა ჰქონდეთ წვდომა ლუგანსკის ოლქის დანარჩენ ტერიტორიასთან.

არესტოვიჩის განმარტებით, უკრაინული მხარის გათვლებით რუს ოკუპანტებს ქალაქი 5 დღით ადრე უნდა აეღოთ, მაგრამ ეს გავლენას იქონიებდა მოლაპარაკებების პროცესზე სტამბოლში.

„დაიწყეს ძლიერი ზეწოლა ლუგანსკის ოლქის დარჩენილ ნაწილზე - რუბეჟნაიაზე, პოპოსნაიაზე. იქ სრული ძალით მუშაობს რუსული ავიაცია, არტილერია, რაკეტები, თუმცა ქვეითები მოქმედებას ჯერ არ ჩქარობენ. ვნახოთ რა იქნება შემდგომ", - განაცხადა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, 2 აპრილის მდგომარეობით რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ ქალაქ იზიუმის ნაწილს. გენშტაბის ცნობით, უფრო კონკრეტულად რუსული ძალები აკონტროლებენ მდინარე სევერსკი დონეცკზე გადასასვლელს, რაც მათ შემდგომი მოქმედებებისთვის გადაჯგუფების საშუალებას აძლევს.