ავტორი:

"ოკუპანტები გაერთიანებული ძალების ალყაში მოქცევას და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლას გეგმავენ" - უკრაინის შეიარაღებული ძალები

"ოკუპანტები გაერთიანებული ძალების ალყაში მოქცევას და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლას გეგმავენ" - უკრაინის შეიარაღებული ძალები

რუსი ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაერთიანებული ძალების ალყაში მოქცევას და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლას გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაშია ნათქვამი.

"არსებული ინფორმაციით, მტერს განზრახული აქვს გაერთიანებული ძალების ჯგუფების ალყაში მოქცევა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან გასვლა.

ჩვენი ჯარების მოქმედების შეფერხების მიზნით, გააგრძელებს გარკვეული ზღვრის შენარჩუნებას კიევისა და ჩერნიგოვის ოლქების დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე, სავარაუდოდ იმ რაიონებში, რომლებიც უშუალოდ უკრაინის სახელმწიფო საზღვრების სიახლოვესაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებაზე მტერი ძალისხმევის მობილიზებას რუბჟნოეს, სევეროდოდნეცკის, პოპასნაიას, ტროიცკოეს, ავდეევკას, მარინკასა და კრასნოგოროვკა დაკავებაზე ცდილობს.