პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, იქ არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ამჯერად მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზე მორაგბე დიმა ბასილაიაა აღბეჭდილი. ელისაშვილის თქმით, უკვე ერთი თვეა ბასილაია საკუთარი ხარჯებით კვებავს მოხუც მეზობლებს, საავადმყოფოს პერსონალს, პაციენტებს და არმიას.
"ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად.
თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება უკრაინას!დიდება საქართველოს!" - წერს ელისაშვილი.