ავტორი:

ანატოლი ბიბილოვი ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა - "გეგმავს მოხალისეებთან და სამხედროებთან შეხვედრასაც"

ანატოლი ბიბილოვი ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა - "გეგმავს მოხალისეებთან და სამხედროებთან შეხვედრასაც"

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბილოვის ე.წ. პრესმდივანი დინა გასიევა ავრცელებს.

"პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან დენის პუშილინთან“,- განაცხადა დინა გასიევამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნება ურთიერთთანამშრომლობა დონბასის მცხოვრებთათვის დახმარების გასაწევად.

ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს მოხალისეებთან და სამხედროებთან შეხვედრას, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იღებენ მონაწილეობას.

ანატოლი ბიბილოვს თან ახლავს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელი აზამატ ჩოჩიევი.