ავტორი:

"თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა" - ბუბა კიკაბიძე

"თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა" - ბუბა კიკაბიძე

თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

"უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა“,- აღნიშნავს ბუბა კიკაბიძე.