ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.
ნათია იოსელიანის ინფორმაციითვე, წინასწარი მონაცემებით, მათე ფუტკარაძემ 3233 ხმა, ხოლო რამაზ ჯინჭარაძემ 7190 ხმა მიიღო.
ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, რომელიც რუსთავს და გარდაბნის ნაწილს მოიცავს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის ასარჩევად კი კენჭისყრა №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.
რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.