ავტორი:

"გვკითხავთ, რატომ ვიღიმით? შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტს უსიამოვნება მოუმზადეს" - რას წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი?

"გვკითხავთ, რატომ ვიღიმით? შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტს უსიამოვნება მოუმზადეს" - რას წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტს უსიამოვნება მოუმზადეს, მალე ყველაფერს თავად იხილავთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას მან თან დაურთო ფოტოსურათი, რომელზეც ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან ერთად იმყოფება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ფოტო ვლადიმირ ზელენსკისთან გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ არის გადაღებული.

"გვკითხავთ, რატომ ვიღიმით? შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტს უსიამოვნება მოუმზადეს. მალე ყველაფერს თავად იხილავთ“, - დაწერა ერმაკმა.

„უკრინფორმის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.