უკრაინამ მთელი კიევის რეგიონი დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, განა მალიარმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ დაწერა. მან ასევე ის გათავისუფლებული ქალაქები ჩამოთვალა, სადაც რუსული ჯარის უკან დახევამდე ხანგრძლივი ბრძოლები მიმდინარეობდა.
"ირპენი, ბუჩა, გოსტომელი და მთელი კიევის რეგიონი - გათავისუფლებულია დამპყრობლისგან“, - წერს მალიარი.
BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიები სწრაფი ტემპით დაიბრუნეს, რადგან ოკუპანტები მათ ტოვებენ.